ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ტურიზმისა და მასპინძლობის კონფერენცია 2017 Welcome to Georgia!
05 ივნისი, 2017

14 ივნისს საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიას მე-3 პავილიონში გაიმართება ტურიზმისა და მასპინძლობის მეორე კონფერენცია Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ფარგლებში. კონფერენცია ტარდება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანაორგანიზებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით.

კონფერენციას დაესწრება სახელმწიფოს, ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს და კერძო სექტორის წარმომადგენლები. კონფერენცია გაიხსნება პრესკონფერენციით სადაც პროექტის ორგანიზატორი და სახელმწიფოს წარმომადგენლები ისაუბრებენ პროექტის მნიშვნელობაზე და დამსწრე აუდიტორიას გააცნობენ პროექტის ფარგლებში არსებულ მიმდინარე სიახლებს. ხოლო, კონფერენციის მეორე ნაწილში მოწვეულ სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა დაესწრონ ტურიზმის სფეროს საუკეთესო წარმომადგენლების პრეზენტაციებს.

ტურიზმისა და მასპინძლობის კონფერენცია არის საუკეთესო საშუალება ერთად შეიკრიბოს ამ სფეროსა და სახელმწიფოს წარმომადგენლები, გაუზიარონ ერთმანეთს თავიანთი სიახლეები და სამომავლო გეგმები, განიხილონ ახალი იდეები პროექტის ორგანიზატორებთან და ფართო საზოგადოებას გააცნონ თავიანთი პროდუქტები.

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება, კონფერენციაზე დასასწრებად იწვევს ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს ყველა წარმომადგენელს.

თარიღი: 14 ივნისი, 2017

რეგისტრაციის დრო: 9:45 – 10:30 

ადგილი: საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიას მე-3 პავილიონი, მისამართი: წერეთლის გამზ. №118

კონფერენციაზე დასასწრებად გთხოვთ დარეგისტრირდეთ ვებ გვერდზე www.awards-tourism.com


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.