VINOTEL-ი მსოფლიოს საუკეთესო რესტორნების დაჯილდოებაში - World Luxury Restaurant Awards მონაწილეობს
VINOTEL-ი მსოფლიოს საუკეთესო რესტორნების დაჯილდოებაში - World Luxury Restaurant Awards მონაწილეობს
სასტუმრო VINOTEL-ი, World Luxury Restaurant Awards-ში იღებს მონაწილეობს. კონკურსში გამარჯება სასტუმროსა და მისი რესტორნის თითოეულ სტუმარსა და გულშემატკივარზეა დამოკიდებული. თქვენი პოზიცია კი შეგიძლიათ დააფიქსიროთ ამ ბმულზე - www.luxuryrestaurantawards.com/node/add/vote/219775 . ხმის მიცემა 1 მაისამდე გრძელდება.
კონკურსში მონაწილეობისთვის რესტორანი რამდენიმე ძირითად მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს, ესენია:
-
მაღალი სტანდარტის ინტერიერის დიზაინი - მოსასვენებელი ადგილი და მაგიდის დეკორაცია გარემოს შესაფერისი უნდა იყოს;
-
საკვების ხარისხი და სამზარეულოს მაღალი დონე - მზარეულებს შეთავაზების მაღალი კულტურა უნდა ჰქონდეთ და გამოირჩეოდნენ დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღებით;
-
სერვისის მაღალი შეფასება-მიმოხილვა - რესტორანს უნდა ჰქონდეს დადებითი მიმოხილვა, მის სერვისს კი კარგი რეკომენდაცია. (feedbacks)
აღსანიშნავია, რომ VINOTEL-ს საერთაშორისო ასპარეზზე არაერთი ჯილდო აქვს მიღებული. 2017 წელს VINOTEL-ი მსოფლიოში ერთ-ერთი პრესტიჟული ჯილდოს World Luxury Hotel Awards-ი მფლობელი, ორ კატეგორიაში გახდა. VINOTEL -ი აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო პატარა სასტუმროდ ( The Best Small Luxury Hotel in Eastern Europe) დასახელდა, , საქართველოში კი საუკეთესო ბუტიკის ტიპის სასტუმროს (The Best Boutique Hotel in Georgia) სტატუსი მოიპოვა. ასევე, მსოფლიოში უმსხვილეს სამოგზაურო საიტ TripAdvisor-ზე VINOTEL-ის სასტუმრო და რესტორანი მოგზაურთა 2017 წლის არჩევანი გახდა.
სასტუმრო VINOTEL -ი, თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, 1872 წელს აშენებულ ისტორიულ შენობაში არის განლაგებული, რომელიც XIX საუკუნის თბილისში გამოგზაურებთ. VINOTEL-ი მოიცავს სასტუმროს 13 უნიკალურ ნომერს, ევროპულ-ქართულ რესტორანს , ისტორიულ მარანს სადეგუსტაციო სივრცით და ექსკლუზიური, ნატურალური ღვინოების კოლექციით იმ მცირე მარნებიდან, რომლებმაც ქართული ღვინო მსოფლიოს გააცნეს.
VINOTEL-ის დიზაინი უნიკალურია. სასტუმროს ინტერიერს ძველებური, დახვეწილი ავეჯი ამშვენებს. უშპალერო, ხელით დამუშავებული კედლები, აგურის შეულესავი თაღები, ხალიჩები და ფარდაგები, ხელით მოხატული ჭერი, საგანგებოდ დაცული არქეოლოგიური ექსპონატები და ხელოვნების ნიმუშები, ქვისა და ხის ჰარმონიული მონაცვლეობა - ეს ყველაფერი VINOTEL– ში პირვანდელი სახითაა შენარჩუნებული, ან პირვანდელის ზუსტი ასლია.
როგორიცაა თბილისი, ისეთია VINOTEL-იც: ზოგან ცოტა აზიაა და ბევრი ევროპა, ზოგან პირიქით, ჩინური კუთხეცაა, “აბრეშუმის გზის” აქცენტით. უმთავრესი კი ის არის, რომ -უყურებ ჩინურს, აზიურს თუ ევროპულს, იცი, რომ საქართველოში ხარ.
www.travelingeorgia.ge