ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მე -6 000 000 ტურისტის შესახებ გადაღებული ვიდეორგოლი კანის ლომების ფესტივალზე ვერცხლის და ბრინჯაოს ლომის მფლობელი გახდა
20 ივნისი, 2017

მე -6 000 000 ტურისტის შესახებ გადაღებული ვიდეორგოლი კანის ლომების ფესტივალზე ვერცხლის და ბრინჯაოს ლომის მფლობელი გახდა.

კლიპის გადაღება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით განხორციელდა, რომელიც საქართველოში მე-6.000.000 ტურისტის შემოსვლას ეძღვნება. 

2016 წელს რეკორდული რაოდენობის ტურისტი ჩამოვიდა საქართველოში. აღნიშნული წელი პირველი წელი იყო საქართველოს ისტორიაში, როდესაც 6 მილონიაზე მეტი საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა საქართველოში. სწორედეს ამ მოვლენის აღსანიშნავად მოხდა კლიპის გადაღება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ულოცავს Windfor’s-ს ამ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს მომდევნო პროექტებში.

ქართული სარეკლამო სააგენტოების წარმატებას კანის კრეატიულ ფესტივალზე კიდევ ორი ლომი დაემატა. Windfor’s-ის ნამუშევარმა Dinner With Georgia კანის ფესტივალზე, PR-ის კატეგორიაში, ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო მოიპოვა! ესაა პირველი ვერცხლის ლომი ქართულ სარეკლამო ინდუსტრიაში!




© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.