ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაში მონაწილეთათვის რეგისტრაცია გრძელდება 17 სექტემბრამდე
04 სექტემბერი, 2017

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაში მონაწილეთათვის რეგისტრაცია გრძელდება 17 სექტემბრამდე

თუ თქვენი საქმიანობის სფეროა ტურიზმი ან/და მასპინძლობა, ხართ სასტუმროს, რესტორნის, ტურისტული სააგენტოს, ღვინის კომპანიის წარმომადგენელი, ფესტივალების და ტურისტული ღონისძიებების ორგანიზატორი, ფოტოგრაფი...... და ჯერ არ ხართ 2017 წლის ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების Welcome to Georgia!-ს ნომინანტი მაშინ გაქვთ კიდევ ერთ შანსი აირჩიოთ ნომინაცია  და დარეგისტრირდეთ 17 სექტემბრამდე ვებ-გვერდზე www.awards-tourism.com

ერთ კომპანიას შეუძლია დარეგისტრირდეს მაქსიმუმ ორი ნომინაციაში, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება მის ბიზნესს. განაცხადის შევსება შეუძლია საქართველოს ყველა რეგიონის კომპანიას, რომელიც დაარსებულია ან საქმიანობს საქართველოში:

  • სასტუმროები, ჰოსტელები, აპარტამენტები, საოჯახო ტიპის საცხოვრებლები;
  • ტურისტული სააგენტოები, ტურ ოპერატორები, ტურისტული ასოციაციები;
  • ფესტივალები და ღონისძიებები;
  • რესტორნები და კაფეები;
  • ღვინის ქარხნები, ღვინის მარნები, ღვინის ბარები;
  • მოგზაური ფოტოგრაფები;
  • საგანმანათლებლო და ტრენინგ ცენტრები;
  • ავია კომპანიები და საინფორმაციო ცენტრები;
  • კომპანიები, რომლებიც ფოკუსირებულნი არიან ტურიზმისა და მომსახურეობის სექტორზე;

დამოუკიდებელი და უზადო რეპუტაცია Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროექტის მთავარი ღირებულებაა. ნომინანტების შეფასებას ახდენს პროფესიონალური ჟიური, რომელიც შედგება საერთაშორისო და ადგილობრივი ტურიზმის, კულტურისა და მომსახურეობის  ბაზრის ექსპერტებისგან. დაჯილდოების პარტნიორი დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანია BDO საქართველო კი ახდენს ხმების დათვლას თითოეული ნომინატისთვის ინდივიდუალურად და ავლენს ფინალისტებს და გამარჯვებულებს თითოეულ ნომინაციაში. რაც ნიშნავს, რომ Welcome to Georgia!  ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება არის მთლიანად გამჭირვალე და ყველა შედეგი ჟიურის შეფასებების შეჯერებით დაიდება.

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ცერემონია 2015 წლიდან ტარდება საქართველოში და პროექტის მიზანია წაახალისოს ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრია, ხელი შეუწყოს ამ სფეროში მომუშავე კომპანიებისა და ბრენდების ცნობადობის გაზრდას და უკეთ წარმოაჩინოს საქართველო საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე.

პროექტის თანაორგანიზატორია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მხარდამჭერები – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და თბილისის მერია. გენერალური სპონსორი - ალიანს ჯგუფი; ოფიციალური სპონსორი - საქართველოს ბანკი.

დარეგისტრირდით თქვენც და გახდით საუკეთესო ტურიზმის ინდუსტრიაში!

ნომინაციები:

1.       საუკეთესო ბუტიკის ტიპის სასტუმრო

2.       საუკეთესო სტანდარტული ტიპის სასტუმრო

3.       საუკეთესო დელუქს ტიპის სასტუმრო

4.       საუკეთესო სპა და გამაჯანსაღებელი კურორტი

5.       საუკეთესო სამთო-სათხილამურო სასტუმრო

6.       საუკეთესო ზღვისპირა სასტუმრო

7.       საუკეთესო დაბალბიუჯეტიანი სასტუმრო

8.       საუკეთესო MICE ტურიზმი 

9.       საუკეთესო ღვინის  ტურიზმი

10.    საუკეთესო სათავგადასავლო ტურიზმი

11.    საუკეთესო ტრადიციული ქართული რესტორანი

12.    საუკეთესო ფესტივალი ან ღონისძიება 

13.    საუკეთესო მოგზაური ფოტოგრაფი

14.    უნიკალური კონცეფციის კაფე/რესტორანი

15.    ტურისტული დანიშნულების საუკეთესო მარკეტინგული კამპანია 

16.    საუკეთესო სპეციალიზირებული ტურისტული სერვისი

17.    საუკეთესო ტურისტული საგანმანათლებლო ცენტრი

18.    საუკეთესო საერთაშორისო ქსელის სასტუმრო

19.    წლის ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით

20.    საუკეთესო ქალი მეწარმე ტურიზმის ინდუსტრიაში


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.