ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"აბასთუმანის პროექტები ხელს შეუწყობს რეგიონში ტურისტების მოზიდვას" - კურორტის რეაბილიტაცია გრძელდება
13 სექტემბერი, 2021

ირაკლი ღარიბაშვილმა აბასთუმანში, ცენტრალურ ქუჩაზე არსებული მე-19, მე-20 საუკუნეებში აშენებული რეაბილიტირებული სახლები დაათვალიერა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ აბასთუმანში განხორციელებული პროექტები ხელს შეუწყობს რეგიონში ტურისტების დამატებითი ნაკადის მოზიდვას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.

სახლების რეაბილიტაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2020 წელს დაასრულა. რეაბილიტაცია მსოფლიო ბანკის 5.7 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

რამდენიმე სახლს ჩაუტარდა ავარიული ნაწილების გამაგრებითი სამუშაოც. იშვიათი არქიტექტურის ხის აივნიან სახლებს იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი მორთულობები და ქანობიანი სახურავები აქვს.

ამ დროისთვის მიმდინარეობს კიდევ რამდენიმე ათეული ისტორული სახლის იდენტიფიცირება, მათი შემდგონი რეაბილიტაციის მიზნით. მათი რეაბილიტაცია აბასთუმნის ურბანული განახლების მეორე ეტაპის სამუშაოების ფარგლებში განხორციელდება.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.