ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
აბასთუმანში 442 მილიონი ლარის სასტუმროები შენდება – პროექტების ჩამონათვალი
13 სექტემბერი, 2021

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აბასთუმანში იმყოფება, სადაც მთავრობის მეთაურს კურორტზე განხორციელებული და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

პრემიერს ასევე გააცნეს აბასთუმანში მშენებარე და დაგეგმილი სასტუმროების შესახებ ინფორმაცია, რომელთა მშენებლობასაც სხვადასხვა ბიზნეს ჯგუფები ახორციელებენ და ჯამში აღნიშნული პროექტების საინვესტიციო ღირებულება 442 მილიონ ლარამდეა.

მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს სიას იმ სასტუმროებისა, რომელიც კურორტზე შენდება ან დაგეგმილია:

– მარიოტის საერთაშორისო ქსელის მაღალი კლასის Autograph Collection-ის 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს “პარაგრაფ აბასთუმნის” მშენებლობა უკვე მიმდინარეობს. პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა დაახლოებით 150 მლნ ლარია. სასტუმროს მშენებლობა 2023 წელს დასრულდება.

ასევე დაგეგმილია სასტუმროების მშენებლობა:

– “რუმსი”, რომლის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 43 მილიონი ლარია,
–“ვარძია,” რომლის ჯამური ღირებულება 36 მილიონი ლარია,
– “ეიკონ აბასთუმანი”, რომლის ღირებულება 5 მილიონი ლარია,
–“როიალ აბასთუმანი”, რომლის ღირებულება 6,5 მილიონი ლარია,
– “აღობილი”, რომლის ღირებულება 140 მილიონი ლარია
– “იმპერიალი”, რომლის ღირებულება 25 მილიონი ლარია.

ასევე დაგეგმილია აბასთუმნის ისტორიული აბანოს რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება დაახლოებით 36 მილიონი ლარია.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.