ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
აჭარაში ჯვარიმინდორის ტურისტული თავშესაფრების მშენებლობა სრულდება
26 ნოემბერი, 2021

აჭარაში ჯვარიმინდორის ტურისტული თავშესაფრების მშენებლობა სრულდება. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

ოთხი ტურისტული თავშესაფარი საშხაპეებით, ავეჯითა და იქვე განთავსებული საპიკნიკე ზონით მალე მოგზაურების მისაღებად მზად იქნება.

ტურისტული თავშესაფრები და საპიკნიკე ზონა აჭარაში ყველაზე გრძელ (88 კმ), ქობულეთი-შუახევის დამაკავშირებელ, სალაშქრო-სათავგადასავლო ტურისტულ მარშრუტზე მდებარეობს, რაც მოლაშქრეებს საშუალებას მისცემს, ღია სივრცეში, ავთენტურ გარემოში დაისვენონ.

1tv.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.