უძრავი ქონების გაქირავების საერთაშორისო სერვისი Airbnb საკუთარი ვებგვერდიდან წაშლის შეთავაზებებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან – აფხაზეთიდან და სამხორეთ ოსეთიდან. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არის აღნიშნული.
“როგორც გლობალური პლატფორმა, რომელიც მსოფლიოს 191 ქვეყანაში მოქმედებს, ჩვენ მოვიაზრებთ ჩვენს პასუხისმგბელობას საზოგადოების და მომხმარებლების წინაშე. შესაბამისად ჩვენ შევიმუშავეთ მოდელი, რომლითაც ჩვენ სადავო ტერიტორიებზე არსებულ შეთავაზებებს მივუდგებით.
ჩვენი ბიზნესის უმთავრესი საგანი – სახლები და უძრავი ქონება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში არის დავის საგანი. ჩვენს ვებგვერდზე მათი განთავსებით შესაძლოა, დაძაბულობის ესკალაცია მოხდეს,”- წერია ორგანიზაციის განცხადებაში.
www.bm.ge