ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ალმათი-ბათუმი-ალმათის მიმართულებაზე Air Astana სეზონურ ფრენებს შეასრულებს
19 აპრილი, 2021

ყაზახური ავიაკომპანია Air Astana ალმათი-ბათუმი-ალმათის მიმართულებით სეზონურ ფრენებს შეასრულებს. ავიარეისები 15 მაისიდან 30 ოქტომბრამდე, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას ოპერირების ნებართვა უკვე მიენიჭა.

“გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს”, აფრთხილებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მფზავრებს.

avianews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.