ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ამბროლაურში თანამედროვე ახალი ავტობუსები ივლის
25 ოქტომბერი, 2018
ამბროლაურის მუნიციპალიტეტს სამი ახალი, თანამედროვე ავტობუსი მოემსახურება.
 
ავტობუსები ექსპლუატაციაში უკვე შევიდა. თითოეული სატრანსპორტო საშუალება 2018 წლის მოდელია და 26 მგზავრზეა გათვლილი.
 
ახალი ავტობუსები დადგენილი გრაფიკის შესაბამისად იმოძრავებს და მგზავრებს საშუალებას მისცემს მინიმალურ ფასად, კომფორტულად გადაადგილდნენ მათთვის სასურველი მიმართულებით.
 
როგორც ამბროლაურის მუნიციპალიტეტში განმარტავენ, ადგლობრივი ხელისუფების მიზანია ტრანსპორტით მომსახურების დაფარვის ზონა მაქსიმალურად იქნას უზრუნველყოფილი მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე.
 

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.