ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
აშშ-ში ღვინის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის, ორგანული ღვინოების წილით საქართველო ლიდერობს
04 აგვისტო, 2022
ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ორგანიზაციის American Association of Wine Economists AAWE მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ში საქართველოდან იმპორტირებული ღვინის 11.3%-ს ორგანული ღვინის სერტიფიკატი აქვს, რითიც პირველ ადგილს იკავებს ამერიკის ბაზარზე მთავარ იმპორტიორ ქვეყნებს შორის. 
 
მეორე ადგილზეა ავსტრია - 7.4%-ით, მესამეზე კანადა - 7.1%-ით.
 
საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია, სადაც, 2021 წელს, განხორციელდა ექსპორტის ისტორიული მაქსიმუმი - 1.084.278 ბოთლი ღვინო. ექსპორტის ზრდის ტემპები შენარჩუნებულია მიმდინარე წელსაც -  იანვარ-ივლისის მონაცემებით, ექსპორტირებულია 660 ათასამდე ბოთლი ღვინო, რაც 16%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
 
შეგახსენებთ, ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის (American Association of Wine Economists - AAWE) მე-14 წლიური კონფერენცია, 2022 წლის 24-28 აგვისტოს, საქართველოში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობითა და ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს მხარდაჭერით გაიმართება.
 

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.