ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
აშშ ყველა მგზავრს covid-ტესტის წარდგენას მოსთხოვს
14 იანვარი, 2021

აშშ ყველა საერთაშორისო რეისის მგზავრებს ქვეყანაში შესვლამდე covid-ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენას მოსთხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს. გამოცემის მიხედვით, ახალი მოთხოვნა 26 იანვრიდან შევა ძალაში. აღსანიშნავია, რომ ტესტი გამგზავრებამდე სამი დღის განმავლობაში უნდა იყოს ჩატარებული.

მათ, ვისაც კოვიდინფექცია უკვე გადატანილი აქვთ, ამის დამადასტურებელ სამედიცინო ცნობას მოსთხოვენ.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპამდე კოვიდტესტის წარდგენას აშშ-ის ხელისუფლება მხოლოდ დიდი ბრიტანეთიდან ჩასულ მგზავრებს ავალდებულებდა.

გამოცემა წერს, რომ საავიაციო სექტორი ისევ მნიშვნელოვან ზარალს განიცდის პანდემიის გამო და გასული წლის დეკმებრის მონაცემებით, საერთაშორისო ფრენები წლიურად 78%-ით არის შემცირებული, ხოლო მგზავრთანაკადი - 83%-ით.

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.