ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ATU Duty Free Georgia ქუთასისი საერთაშორისო აეროპორტში
02 აგვისტო, 2022

AV Airports-ის შვილობილმა კომპანია ATU-მ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Duty free-ის ობიექტის მოწყობის მიზნით გამართულ აუქციონში გაიმარჯვა.

ATU Duty Free მომსახურებას 7 ქვეყნის 21 აეროპორტსა და 1 საკრუიზო პორტში სთავაზობს. კომპანია ფლობს 110 ზე მეტ მაღაზიას, მათ შორის 20 პრემიუმ ბრენდის მაღაზიას სტამბოლის აეროპორტში. ასევე, სთავაზობს Duty Free მომსახურებას მაკედონიის, ლატვიის, თურქეთისა და საუდის არაბეთის აეროპორტებში. ATU Duty Free დაფუძნებულია TAV Airports ისა და Gebr. Heinemann-ის მიერ და არის თურქეთში ერთ-ერთი წამყვანი Duty Free ოპერატორი კომპანია, რომელიც მგზავრებს 50, 000 ზე მეტ პროდუქტს, მსოფლიოში წამყვან ბრენდებსა და ხელსაყრელ ფასებს სთავაზობს.
 
ATU Duty Free Georgia თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში 2007 წლიდან ოპერირებს.
 

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.