ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ახალი საკოლექციო ბრენდი კომპანია სარაჯიშვილისგან – “სარაჯიშვილი ექსტრა”
28 ნოემბერი, 2015

კომპანია სარაჯიშვილმა 22 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ღვინის ბრენდის – “სარაჯიშვილი ექსტრა”-ს პრეზენტაცია გამართა. ცოცხალი მუსიკის და ჩრდილების თეატრის ფონზე ახალი პროდუქტი კომპანიის წარმომადგენლებმა წარადგინეს.

სარაჯიშვილი ექსტრა მაღალ სეგმენტზე გათვლილი ღვინოა, რომლის ისტორია 1889 წლიდან იწყება. კომპანიის ტექნოლოგებმა ტრადიციების და თანამედროვეობის შერწყმით შექმნეს ექსტრას განსხვავებული არომატი. დამსწრე საზოგადოებამ საკოლექციო სასმელი დადებითად შეაფასა.

MARKETER-ს სარაჯიშვილ ექსტრაზე კომპანიის წარმომადგენლები ესაუბრნენ.

ნიკა ლომიძე, კომპანია სარაჯიშვილის მარკეტინგის მენეჯერი:

“სარაჯიშვილი ექსტრა არის ღვინის ბრენდი, რომელიც მზადდება ყურძნისგან.  ეს არის სარაჯიშვილის კლასიკური ხაზის დაგვირგვინება, ყველაზე მაღალი პროდუქტი-ექსტრა. ღვინის ჭურჭელი ინოვაციის გამომხატველია, რადგან კომპანიის მესიჯიც სწორედ ეს არის -ტრადიციებისა და ინოვაციის შერწყმა. მომხმარებელმა უკვე ძალიან დადებითად მიიღო. მოსწონთ როგორც პროდუქტი, ასევე ჭურჭელი. ვმუშაობთ ქართული ღვინის ბრენდის კულტურის გამდიდრებაზე.”

დავით აბზიანიძე, კომპანია სარაჯიშვილის მთავრი ტექნოლოგი:

“ღვინის ბრენდი “სარაჯიშვილი ექსტრა” დამზადებულია 1889 წელს. რაც ყველაზე მთავარია, ამ ბრენდში სარაჯიშვილის სული სუფევს, რადგან პროდუქტის შექმნაში მონაწილეობას ღებულობს დავით სარაჯიშვილის მიერ 1893 წელს გამოხდილი სპირტი, რომელიც დღესაც ინახება ჩვენს საცავებში. წარმოდგენილი ბრენდი საკოლექციო სახეობაა.  სასმელი მაღალ სეგმენტზეა გათვლილი. შეფუთვაც შესაბამისია- ჭურჭელი ექსკლუზიურია, რომელიც სპეციალურად ამ ბრენდისთვის შეიქმნა. დიზაინზე იმუშავა აჩიკო გოგელია უმცროსმა. ჩვენი პროდუქციის შეფუთვას არა მხოლოდ საქართველოში, მის ფარგლებს გარეთაც იცნობენ, რაც აჩიკოს დამსახურებაა.”

კომპანიის წარმომადგენლების თანახმად, “სარაჯიშვილი ექსტრა” მხოლოდ დასაწყისია და მომხმარებლებს კომპანიისგან არაერთი სიახლე ელის.

წყარო: Marketer.ge


ფოტოები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.