ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„ახმეტელის თეატრის“ წინ, სკვერი მოეწყო
27 სექტემბერი, 2018

ვასაძის ქუჩაზე, „ახმეტელის თეატრის“ წინ, სკვერი მოეწყო და ადგილობრივი მცხოვრებლები ავტოსადგომის ნაცვლად, რეკრეაციული სივრცით ისარგებლებენ.

სამუშაოების ფარგლებში, 2 000 კვ.მ ფართობზე მოეწყო მოსასვენებელი პავილიონები, საფეხმავლო ბილიკები გრანიტისა და მარმარილოს ფილებით მოპირკეთდა. ახალ რეკრეაციულ სივრცეში საზოგადოებრივი კოლეჯის - „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ სტუდენტების მიერ სხვადასხვა ტექნოლოგიით შექმნილი ნამუშევრებიც გამოიფინა. „ტერიტორია ავტოსადგომად გამოიყენებოდა, დღეს კი აქ ლამაზი სივრცე გვაქვს.

აღნიშნული სკვერით, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე თეატრში მოსული სტუმრები ისარგებლებენ“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ. სკვერის მოწყობის სამუშაოებზე, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „გრინსერვისი+“-მა განახორციელა, 174 266 ლარი დაიხარჯა.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.