ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბათუმში, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში გაჩენილი ხანძარი მსოფლიო მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა
25 ნოემბერი, 2017

ბათუმში, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში გაჩენილი ხანძარი მსოფლიო მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა.

ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებვით ინფორმაციას BBC აქვეყნებს. ბრიტანული მაუწყებლის ინფორმაციით, დაშავებულებს შორის არიან საქართველოს, თურქეთისა და ისრაელის მოქალაქეები.

ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" ხანძრის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია 11 ადამიანი.

შს მინისტრის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სახანძრო ნორმების დარღვევა დადასტუდება, მკაცრი გადაწყვეტილებების მიღება უნდა მოხეს. შს მინისტრი აქცენტს გამოძიების პროცესის დროულ ვადებში დასრულებაზე აკეთებს. 

"ინფორმაციით, რომელიც ჩვენ ამ წუთებში გვაქვს, შენობას არ გააჩნდა სახანძრო კიბე, ამიტომ მოხდა არა მხოლოდ მაშველების სახანძრო კიბის, არამედ სხვადასხვა ტექნიკის გამოყენების საშუალებით ადამიანების ევაკუირება, რომლებიც ბლოკირებულები იყვნენ მეშვიდე სართულზე. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა მოვუხადო მაშველებს, მათ შეძლეს ამოცანის გადაჭრა და ის ხალხი, რომელიც იყო ბლოკირებული, გადაარჩინეს. 

თუ დადასტურდება სახანძრო ნორმების დარღვევა, ძალზედ მკაცრი გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული და რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს საგამოძიებო პროცესის დასრულება", - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

ambebi.ge




© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.