ბათუმში 31 სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსი ექსპლუატაციაში 2018 წლის ბოლოდან შევა
ბათუმში გმირთა ხეივანში კომპანია "სახლი ხეივანში" 31 სართულიან მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას 2018 წლის ბოლოს დაასრულებს. კომპანიაში "საქმის კურსს" განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე 15 სართულის მშენებლობა დასრულებულია. კომპლექსში 15 000 კვადრატზე საცხოვრებელი ფართები განტავსდება, 3000-ზე კი სასტუმრო. კომპანიაში ამბობენ, რომ საცხოვრებული ბინების ნახევარი უკვე გაყიდულია.
ამასთან, შენობაში განთავსდება გასართობი ცენტრი და კაზინოც. სასტუმროს ნომრების რაოდენობიდან გამოდინარე, კომპანიას კაზინოს გახსნის ლიცენზიისთვის თანხის გადახდა არ მოუწევს, რადგან სასტუმრო 105 ნომრიანი იქნება, - 100 ნომრის არსებობის შემთხვევაშიკი კაზინოს განთავსების ლიცენზია უფასოა.
„სახლი ხეივანში“ კომპლექსში ჯამში 9 მილიონი დოლარის ინვესტიციას ჩადებს, სასტუმროს ამოქმედება 2018 წლის გაზაფხულიდან იგეგმება. კონკრეტულად რომელი ბრენდი განტავსდება შენობაში კომპანიაში ერ-ჯერობით ვერ ასახელებენ.
www.bm.ge