ბათუმის სტადიონმა, მაიამიში გამართულ FIABCI-ის მსოფლიო კონგრესზე, უძრავი ქონების ოსკარი მოიპოვა
8 ივნისს FIABCI-ის მსოფლიო კონგრესის ფარგლებში გამართულ უძრავი ქონების ყველაზე პრესტიჟულ დაჯილდოებაზე ბათუმი სტადიონი აჭარის მთავრობამ წარადგინა.
საქართველოდან FIABCI-ის უძრავი ქონების პროექტების მსოფლიო დაჯილდოებაზე წელს წარმოდგენილები იყვნენ ეროვნულ დონეზე გამარჯვებული პროექტები, რომლებიც საერთაშორისო ჟიურიმ 2022 წლის 28 ოქტომბერს
Property Georgia - ფროფერთი ჯორჯია-ს თანაორგანიზებით და ,,საქართველოს ბანკის მხარდაჭერით“, გამართულ FIABCI Prix d’Excellence დაჯილდოებაზე შეარჩია.
Adjarabet Arena ოქტომბრის ეროვნულ დაჯილდოებაზე კომპანიებმა ,,ანაგი“ და ,,სიემსი“ წარადგინეს.