ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბათუმის სტადიონმა, მაიამიში გამართულ FIABCI-ის მსოფლიო კონგრესზე, უძრავი ქონების ოსკარი მოიპოვა
12 ივნისი, 2023
უძრავი ქონების ოსკარების FIABCI World Prix d’Excellence Award 2023-ის გამარჯვებული კატეგორიაში ,,საუკეთესო საჯარო ინფრასტრუქტურა”: Adjarabet Arena (ბათუმის სტადიონი)გახდა.
 
8 ივნისს FIABCI-ის მსოფლიო კონგრესის ფარგლებში გამართულ უძრავი ქონების ყველაზე პრესტიჟულ დაჯილდოებაზე ბათუმი სტადიონი აჭარის მთავრობამ წარადგინა.
 
საქართველოდან FIABCI-ის უძრავი ქონების პროექტების მსოფლიო დაჯილდოებაზე წელს წარმოდგენილები იყვნენ ეროვნულ დონეზე გამარჯვებული პროექტები, რომლებიც საერთაშორისო ჟიურიმ 2022 წლის 28 ოქტომბერს Property Georgia - ფროფერთი ჯორჯია-ს თანაორგანიზებით და ,,საქართველოს ბანკის მხარდაჭერით“, გამართულ FIABCI Prix d’Excellence დაჯილდოებაზე შეარჩია.
 
Adjarabet Arena ოქტომბრის ეროვნულ დაჯილდოებაზე კომპანიებმა ,,ანაგი“ და ,,სიემსი“ წარადგინეს.
 

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.