ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
BEES AIRLINE თბილის-ოდესის მიმართულებით იწყებს ფრენებს
21 ოქტომბერი, 2021

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Bees Airline-ი საქართველოსა და უკრაინას შორის რეგულარული ოპერირების მიმართულებებს ზრდის. მიმდინარე წლის 22 ოქტომბრიდან, უკრაინული ავიაგადამზიდველი ფრენების შესრულებას ოდესა - თბილისი - ოდესის საჰაერო ხაზზე დაიწყებს.

რეგულარული რეისები თბილისსა და ოდესას შორის, კვირაში 1 სიხშირით, ყოველ პარასკევს განხორციელდება. სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას ახალი მიმართულებით ოპერირების ნებართვა უკვე მიენიჭა.

Bees Airline-ი საქართველოს საავიაციო ბაზარზე მიმდინარე წლის აპრილში შემოვიდა. თავდაპირველად, ავიაკომპანიამ ოპერირება კიევი - თბილისი - კიევის საჰაერო ხაზზე დაიწყო, ხოლო ივნისიდან, კიევი - ბათუმი - კიევის და ხერსონი - თბილისი - ხერსონის მიმართულებები დაამატა.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.