ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბერლინში ქართულმა კომპანიებმა ქვევრის ღვინო წარადგინეს
30 ნოემბერი, 2016
კომპანიებმა „გოცას საოჯახო მეღვინეობა“, „საწნახელი“, „ნიკას ღვინო“, „ჩვენი ღვინო“, „ვარციხის ღვინის მარანი“, „ძმების მარანი“, „ტიბაანი“ და „ნათენაძის ღვინოები“ ბერლინში გამართულ გამოფენაზე ქართული ქვევრის ღვინო წარადგინეს.
თბილისი, 30  ნოემბერი – Sputnik. გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ჩატარებულ ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაზე,,RAW Berlin” (The Artisan Wine Fair)  ქართული  სხვადასხვა დასახელების ქვევრის ღვინო იყო წარმოდგენილი, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო. გამოფენაში ქართული ღვინის მწარმოებელი 8 კომპანია მონაწილობდა. გამოფენაზე მისულ დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა დაეგემოვნებინა ქართული ღვინის კომპანიების — „გოცას საოჯახო მეღვინეობა“, „საწნახელი“, „ნიკას ღვინო“, „ჩვენი ღვინო“, „ვარციხის ღვინის მარანი“, „ძმების მარანი“, „ტიბაანი“ და „ნათენაძის ღვინოები“-ს ქვევრის ღვინოები. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გამოფენის გახსნას საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი ელგუჯა ხოკრიშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლი ელენე კიკნაძე ესწრებოდნენ.
„გამოფენაზე ქართული ღვინის წარმოდგენა იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, რომ ქვევრის ღვინო ფართო მასშტაბით წარმოჩინდეს საერთაშორისო დონეზე, მოხდეს მისი გაცნობა მეღვინოების სფეროს წარმომადგენლებისთვის“-აღნიშნა ელენე კიკნაძემ. 
გამოფენის ორგანიზატორია მსოფლიოში ცნობილი ღვინის ექსპერტი, საერთაშორისო ღვინის მაგისტრი იზაბელ ლეჟერონი (საფრანგეთი), რომლის მოწვევითაც ქვევრის ღვინო წელს წარმოდგენილი იყო ბუნებრივი ღვინოების გამოფენებზე დიდ ბრიტანეთში (RAW London), აშშ-ში (RAW New York) და გერმანიაში (RAW Berlin).
 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.