ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
BILIKI: საგადასახადო შეღავათების დაწესება ხელს შეუწყობს ახალი ქართული სტარტაპების გაჩენას
20 მარტი, 2024

BILIKI-ის თანადამფუძნებელი თორნიკე ცირამუა სტარტაპებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესებას აფასებს. როგორც მან "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, გადაწყვეტილებები ბაზარზე ახალი ქართული სტარტაპების გაჩენას ხელს შეუწყობს. 

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული შეღავათები მოგებაზე ორიენტირებული სტარტაპებისთვის შვება იქნება.

"ვფიქრობ ეს მოტივაციაც იქნება ყველა სტარტაპისთვის, რომ ყველაფერი გააკეთოს შემოსავლებიც მიიღოს და გაზარდოს მოგება. სტარტაპები დღეს განიცდიან შეზღუდულ რესურსებს. საუბარი იყო ასევე დამატებით საინვესტიციო შესაძლებლობებზე, რომელიც კიდევ ერთი მასტიმულირებელი იქნება ქართული ეკოსისტემის განვითარებისთვის. დღეს საქართველოში მწირია ფინანსური რესურსი, კაპიტალის შემოდინებაც მცირეა და რაც უფრო მეტი ინვესტორი იქნება და მეტი საინვესტიციო კაპიტალი გაჩნდება ქვეყანაში კიდევ უფრო მეტად დააჩქარებს ქართული ეკოსისტემის განვითარებას და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლას.

ჩვენი გუნდის სახელით შემიძლია ვთქვა, რომ ყოველთვის ორიენტირებული ვართ სწავლაზე და ახალი გამოცდილების მიღებაზე. კარგად გვაქვს გააზრებული, რომ სტარტაპის წარმატება დამოკიდებულია ცოდნაზე, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაზე და ნებისმიერი ასეთი ინიციატივა დამატებით კარგი რესურსი იქნება, რომ ქვეყანაში სტარტაპ ეკოსისტემა განვითარდეს. მთავარი პრობლემა დღეს რაც გვაქვს ქვეყანაში ეს არის ცოდნა და გამოცდილების მიღება. დარწმუნებული ვარ ნებისმიერი ქართული სტარტაპი მიესალმე აღნიშნულ გადაწყვეტილებებს", - განაცხადა ცირამუამ.

ცნობისთვის, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ (GITA) განვლილი 10 წლის შედეგები შეაჯამა და სამომავლო გეგმების პრეზენტაცია გამართა, სადაც აღინიშა, რომ სტარტაპებისთვის სხვადასხვა საგადასახადო შეღავათები წესდება.

bp.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.