ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბოლნისის მუზეუმი ევროპის საუკეთესო მუზეუმებს შორისაა ნომინირებული
13 დეკემბერი, 2021

ბოლნისის მუზეუმი, ევროპის მუზეუმების ფორუმის მიერ, კონკურსის - „ევროპის წლის მუზეუმი - 2022“ ფინალურ ნომინანტად დასახელდა.

ევროპის წლის მუზეუმის ჯილდო (EMYA) 1977 წელს, ევროპის საბჭოს ეგიდით დაფუძნდა. ჯილდო გადაეცემა მუზეუმს, რომელიც წარმატებულია აუდიტორიის მოზიდვისა და ვიზიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების საკითხებში თავისი უნიკალური ატმოსფეროთი, ინტერპრეტაციითა და პრეზენტაციით, განათლებისა და სოციალური პასუხისმგებლობისადმი შემოქმედებითი მიდგომით. კონკურსში მონაწილეობა ევროპის საბჭოს 47 წევრ ქვეყანას შეუძლია.

კონკურსზე საქართველო პირველად 2016 წელს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმით წარდგა. სვანეთის მუზეუმი დასახელებული იყო ნომინაციაში: „სამუზეუმო სფეროში საზოგადოების ჩართულობის ხარისხის ამაღლებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის".

ევროპის მუზეუმების ფორუმი საუკეთესო მუზეუმებს 2022 წლის მაისში, ესტონეთის ქალაქ ტარტუში დაგეგმილ დაჯილდოების ცერემონიაზე გამოავლენს.

imedinews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.