ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Booking.com-მა 2024 წლის საუკეთესო მიმართულებები წარმოადგინა
22 იანვარი, 2024

განსახლების დაჯავშნის სერვისმა Booking.com-მა 2024 წლის საუკეთესო ტურისტული მიმართულებების რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგს კი იაპონიის ქალაქი ბეპუ ხსნის.

ბეპუ ცნობილია თავისი ცხელი წყლებით – იაპონიის არცერთ სხვა ქალაქში არ არის მათი ასეთი კონცენტრაცია. მაგრამ საინტერესოა, რომ თქვენ არ შეგიძლიათ მათში ჩაძირვა. ისინი ვიზუალური სურათისთვის არიან (რომელიც, სხვათა შორის, ძალიან თვალწარმტაცად გამოიყურება).

რეიტინგში ვერ მოხვდა ისეთი პოპულარული ქალაქები, როგორიცაა პარიზი და ლონდონი. თითქმის ყველა “ნომინანტი” ნაკლებად ცნობილი ადგილია,  hidden gems.

TOP ასე გამოიყურება:

  1. ბეპუ (იაპონია),
  2. ვალკენბურგი (ჰოლანდია),
  3. ვლორა (ალბანეთი),
  4. კემნიცი (გერმანია),
  5. როტორუა (ახალი ზელანდია),
  6. პანგლაო (ფილიპინები),
  7. კერნსი (ავსტრალია),
  8. ბუენოს აირესი (არგენტინა),
  9. პორტლენდი (აშშ),
  10. მერიდა (მექსიკა).

წაიკითხეთ მეტი თითოეული მათგანის შესახებ აქ.

avianews.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.