ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"ბორჯომი ლიკანი" კოვიდგადატანილებს სარეაბილიტაციო პროგრამებს სთავაზობს
02 მარტი, 2021

სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ სამედიცინო ცენტრმა კოვიდგადატანილი პირებისთვის სპეციალურად შემუშავებულ სარეაბილიტაციო პროგრამებს სთავაზობს.

პროგრამა დარგის სპეციალისტებს უკვე გააცნეს.

„საპარტნიორო ფონდის ინიციატივაა, რომ ის დიდი პოტენციალი, რომელიც საქართველოს კურორტების განვითარებისა და სამედიცინო ტურიზმის კუთხით გააჩნია, მაქსიმალურად იყოს გამოყენებული პოსტკოვიდური პერიოდის გამოწვევების დასაძლევად. ჩვენი ინიციატივაა, სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანი“ თავისი უნიკალური სამედიცინო პოტენციალით იყოს ერთ-ერთი პილოტპროექტი საქართველოში პოსტკოვიდის პერიოდში სამედიცინო ტურიზმის განსავითარებლად“, - განაცხადა საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ.

„ბოლო პერიოდში პოსტკოვიდური სინდრომი სერიოზულ პრობლემად იქცა. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტები ხშირად დაღლილობას, სისუსტეს, უძილობას და მრავალ სხვა გართულებას დაავადების დამარცხების შემდეგაც უჩივიან, სწორედ ამიტომ „ბორჯომი ლიკანის“თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სამედიცინო ცენტრი მათ სთავაზობს კვალიფიციური მედპერსონალის მიერ შერჩეულ სამკურნალო და გამაჯანსაღებელ პროცედურებს, ამას ემატება ლიკანის უნიკალური კლიმატი, წიწვოვანი ტყეების გამაჯანსაღებელი ჰაერი, ჟანგბადის მაღალი შემცველობა, ვულკანური წარმოშობის მინერალთა უნიკალური კომპლექსის სამკურნალო წყალი, რაც საერთო ჯამში, ვირუსგადატანილ ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, მოკლე დროში აღიდგინონ ძალები“, - აღნიშნა სასტუმრო „ლიკანი ბორჯომის“ დირექტორმა კობა აბულაძემ.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.