სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ პოსტკოვიდ სარეაბილიტაციო სერვისზე მოთხოვნა ყაზახეთის და გალფის ქვეყნებიდან აქტიურია. როგორც სასტუმროს ბრენდის განვითარების დირექტორი ქეთევან ნადარეიშვილი jandacva.ge-სთან აცხადებს, გრძელდება მუშაობა ისრაელისა და მალტის მიმართულებაზე.
“ჩვენ გვაქვს სხვადასხვა სახის გამაჯანსაღებელი პაკეტები, რაც ისევ ისევეა მოთხოვნადი როგორც პანდემიამდე და პანდემიის დროს იყო. გამომდინარე იქედან რომ სასტუმრო „ბორჯომი ლიკანი“ მუდამ არის გაზრდაზე და სეგმენტების მრავალფეროვნებაზე ორიენტირებული. ვცდილობთ ყველა ის ქვეყანა გავააქტიუროთ რომელსაც საჰაერო მიმოსვლა აქვს საქართველოში,”-აცხადებს ნადარეიშვილი.
მაისის თვეში, სარეაბილიტაციო პროგრამოს ფასი 4400 ლარი ჯდება (2 ადგილიანი ნომერი, 3-ჯერადი კვებით,სპეციალურად შედგენილი მენიუთი, სპა პროცედურებითა და განთავსებით).
jandacva.ge