ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბორჯომი ტურისტული ბაზრის გაფართოებაზე ზრუნავს
25 ოქტომბერი, 2018
ბორჯომის მუნიციპალიტეტი ახალი ტურისტული სექტორის მოზიდვასა და ტურისტული ბაზრის გაფართოებაზე ზრუნავს. 
 
ბალნეოლოგიური მიმართულებით დაინტერებული სამუშაო ჯგუფი ბელორუსიდან ბორჯომის ტურისტულ ინფრასტრუქტურას გაეცნო.  
 
სამუშაო ვიზიტი „საქართველოს კურორტების“ ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართა.
 
ინფოტურის ფარგლებში ჯგუფმა დაათვალიერა ბორჯომის სასტუმრო-რეკრეაციული ცენტრები: „ბორჯომი პალასი“, „ბორჯომი ლიკანი“, „ბორჯომის ხეობა“, ქრაუნ-პლაზა“, ასევე ცენტრალური ისტორიული პარკი და ლიკანის პარკი - რომანოვების სასახლის ტერიტორია. ჯგუფის ნაწილი გაემგზავრა ბაკურიანში, სადაც გაეცნენ სათხილამურო და სასტუმრო ინფრასტრუქტურას.  
 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.