ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბრასერი ბუვეტი - რესტორანი, განსაკუთრებული საღამოსთვის
01 აგვისტო, 2018

თუ ეძებთ რესტორანს, სადაც შეძლებთ გაატაროთ დაუვიწარი საღამო თქვენს საყვარელ ადამიანთან ან ადამიანებთან ერთად, ან გსურთ გამორჩეულ გარემოში დაგეგმოთ ბიზნეს სადილი, მაშინ აუცილებლად უნდა ეწვიოთ „ბრასერი ბუვეტს“, რესტორანს რომელიც დედაქალაქის ცენტრში მდებარეობს.

აქ გარემო ელეგანტური და კომფორტულია, სტანდარტებით კი ევროპისა და ამერიკის მაღალი დონის რესტორნებს არ ჩამოუვარდება.

თუ გსურთ ვინმეზე შთაბეჭდილების მოხდენა, გარემოთი და გამორჩეული კერძებით, აუცილებლად აქ უნდა დაპატიჟოთ.

ბრასერი ბუვეტში კერძების, ღვინისა და კოქტეილების ფართო არჩევანია. კერძები ყველა გემოვნების ადამიანზეა მორგებული, ყველა კერძს ინდივიდუალური არომატი და გემო აქვს, რაც სხვაგან მომზადებული საკვებისგან გამოარჩევს და მომხმარებლების გულებს იპყრობს.

გემოსა და არომატის გამორჩეულობასთან ერთად აქ მომსახუებაც განსაკუთრებულია, აქ სიყვარულით გემსახურებიან და გიმზადებენ ნებისმიერ კერძს.

ყველა ვინც კი ამ ადგილს ერთხელ ეწვევა და რომელიმე კერძს დააგემოვნებს შთაბეჭდილებებით ივსება და მათთვის ეს ადგილი ერთ-ერთ საყვარელ სივრცედ იქცევა.

ცხელ ზაფხულში ბრასერი ბუვეტი სტუმრებს კოქტეილების მრავალფეროვან მენიუს სთავაზობს. აქ 15-ზე მეტი დასახელების კოქტეილს შემოგთავაზებენ, იმდენად გამორჩეულებს და არომატულებს, რომ შერჩევაც კი გაგიჭირდებათ.

თუ ღვინის მოყვარული ხართ, ან გიზიდავთ სხვადასხვა სახეობის ღვინოების აღმოჩენა და დაგემოვნება ბრასერი ბუვეტი ამაშიც დაგეხმარებათ, რადგან მას უნიკალური მარანი აქვს, სადაც უამრავი სახეობის, ქართული, იტალიური, ფრანგული და ესპანური ღვინოების ფართო არჩევანია.

არაჩვეულებრივ გარემოს, უგემრიელეს კერძებსა და სასმელების იდეალურ შერწყმას ისიც ემატება, რომ აქ გემოვნებიანი მუსიკაა, რომელიც საღამოს კიდევ უფრო ჯადოსნურ ელფერს შესძენს და შესაძლებლობას მოგცემთ ბოლომდე შეიგრძნოთ და დატკბეთ ამ დღით.

ამასთანავე, ბრასერი ბუვეტი იმითაა გამორჩეული, რომ აქ ხშირად იმართება გასტრონომიული საღამოები, სადაც შეგიძლიათ გასინჯოთ სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციული კერძები და აღმოაჩინოთ სიახლეები.

ასე რომ, თუ გსურთ გაატაროთ დაუვიწყარი საღამო, მიირთვათ გამორჩეულად არომატული კერძები, გემრიელ სასმელებთან ერთად და გაილამაზოთ ზაფხულის ცხელი დღეები, მაშინ აუცილებლად უნდა ეწვიოთ ბრასერი ბუვეტს და დარწმუნდეთ, რომ აქ მართლაც, რომ თქვენს კომფორტზე და იდეალურ განტვირთვაზე მორგებული გარემოა.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.