ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ჭავჭავაძის გამზირზე Radisson RED-ის ბრენდის სასტუმრო 2019 წელს გაიხსნება (ფოტო)
16 იანვარი, 2018

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე Radisson RED-ის ბრენდის სასტუმროს გახსნა 2019 წლის მეორე ნახევარში იგეგმება.

/

ბრენდი სასტუმროების საერთაშორისო ჯგუფის Rezidor Hotel Group-ში შედის. ჯგუფის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის ელი იონესის განცხადებით,აღმოსავლეთ ევროპა ძალიან მზარდი ბაზარია მოგზაურობისა და ტურიზმისთვის, საქართველოს კი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ტემპი აქვს ტურიზმის ზრდის კუთხით რეგიონში. „ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ვაფართოებთ ჩვენს წარმომადგენლობას თბილისში და შემოგვყავს ახალი ბრენდი Radisson RED-ი. ბრენდი შთაგონებულია ხელოვნებით, მუსიკით, მოდით და არღვევს სასტუმროს ტრადიციულ მოდელს. ჩვენ გვჯერა, რომ Radisson RED-ი ჭავჭავაძეზე საქართველოში სტუმართმასპინძლობას ახალ საფეხურზე აიყვანს“, – აცხადებს იონესი.

/

პროექტის პარტნიორი საქართველოში კომპანია Commerce Group-ია, რომლის დამფუძენებელი ლაურა ღაჭავაა. პროექტების მენეჯერი გიორგი გედევანიშვილი აცხადებს, რომ რეზიდორი ერთ-ერთი ძლიერი და ინოვაციური ბრენდია და მოხარულები არიან, რომ თანამშრომლობას იწყებენ Rezidor Hotel Group-თან. სასტუმრო განკუთვნილი იქნება ბიზნეს მოგზაურებისთვის, აქვე იქნება რესტორანი, ტერასა და ბარი.

/

როგორც ლაურა ღაჭავა „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, სასტუმრო 100 ნომრისგან შედგება.

 „დედაქალაქის მერიისგან ნებართვა მივიღეთ. ახლა გარკვეული საკითხებია შესათანხმებელია არქიტექტრის სამსახურთან. მშენებლობის დაწყების ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით. საბოლოოდ სასტუმროს გახსნის თარიღი კი 2019 წლის მეორე ნახევარია“, - აცხადებს ლაურა ღაჭავა.

/

ავტორი: თეონა კენჭიაშვილი

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.