ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ჩელთის ღვინის მარანი: ტური ნაღდ კახეთში – გააკეთე ყველაფერი საკუთარი ხელით
13 სექტემბერი, 2016

ჩელთის ღვინის მარანი ყვარელში, ალაზნის ველზე, მდინარე ჩელთის პირას მდებარეობს და ჩასულ სტუმრებს მართლაც საინტერესო სერვისს თავაზობს. ტური ვენახების დათვალიერებით იწყება. 50 ჰექტარზე მთლიანად საფერავია გაშენებული, რისგანაც მომავალში რამდენიმე სახეობის ღვინოს აწარმოებენ. გარდა თანამედროვე ტექნოლოგიებისა, კომპანია ღვინოს ტრადიციული მეთოდითაც წურავს და იქ მისულ დამთვალიერებელს უძველესი საწნახელის ნახვაც შეუძლია. ასევე მსურველები, ღვინოს პირდაპირ ქვევრიდან დააგემოვნებენ.

ექსკურსია ღვინის საცავში გრძელდება, სადაც სასმელის დაძველების ტექნოლოგიას საკმაოდ დეტალურად აგიხსნიან და რამდენიმე წუთში პირდაპირ დეგუსტაციისკენ გაგიძღვებიან.

უმაღლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ჩელთის მარანი სულ 8 სახეობის ღვინოს აწარმოებს და შეგიძლიათ თქვენი რჩეული სახეობები დააგემოვნოთ. თუმცა, დეგუსტაცია აქ არ სრულდება და იქვე მდებარე რესტორანში გრძელდება. ტრადიციული კახური სამზარეულო და ოჯახური გარემო ამ პროცესს ბევრად უფრო სასიამოვნოს გახდის.

აღსანიშნავია, რომ მარანში მდებარეობს მაღაზიაც, სადაც სურვილის შემთხვევაში სასურველი სასმელის შეძენას შეძლებათ.

მეღვინეობა ჩელთის კომპლექსი მოიცავს ვენახებს, ღვინის ქარხანას, მარანს, ღვინის საძველეს, ხეხილის ბაღებს და ცაცხვის ხეივანს.

ღვინის ქარხნიდან ერთ მხარეს იშლება ალაზნის ველის ხედი, ხოლო მეორე მხარეს კავკასიონის ქედი.

ქარხნის მინუს პირველ სართულზე 7 მეტრის სიღრმეში მდებარეოობს მარანი, სადაც მთელი წლის განმავლობაში ინახება „ჩელთის“ უნიკალური ღვინოები.

რამდენიმე წლით შენახვის შემდეგ ღვინო ჩამოისხმება ბოთლებში და ვარგდება სპეციალურად აშენებულ ღვინის საძველეში, რომელიც ასევე მიწის სიღრმეშია.

ამჟამად საძველეში ინახება 50 000-მდე ბოთლი ღვინო. მათი წლოვანება ორიდან ათ წლამდეა.

ღვინის ქარხნის წინ ცაცხვის ხეივანში აშენებულია ტრადიციული არქიტექტურით გამორჩეული კახური მარანი. მარანი აგებულია მთლიანად ქართული აგურითა და ხის მორებით.

სტუმრებს საშუალება ეძლევათ გასინჯონ კომპანია „ჩელთის“ როგორც ტრადიციული, ასევე კლასიკური მეთოდით დაყენებული ღვინო, მონაწილეობა მიიღონ პურის ცხობაში, ქვევრის გახსნაში, ყურძნის დაწურვაში, ჩურჩხელის ამოვლებაში. ასევე სეზონურად შეეძლებათ საკუთარი ხელით მოკრიფონ და დააგემოვნონ „ჩელთის“ ბაღებში მოწეული ხილი, დაკრიფონ ყურძენი და დაწურონ კახურ ტრადიციულ საწნახელში.
მეღვინეობა ,, ჩელთი“-ს კომპლექსის დათვალიერება პროფესიონალი გიდის თანხლებით და 3 დასახელების ღვინის დეგუსტაციის ღირებულება 12 ლარია. 6 დასახელების ღვინის და ჭაჭის დეგუსტაცია კი 25 ლარია.

სტუმრებს თავაზობენ ორი სახის მენიუს: მოქმედებს 25 და 45 ლარიანი შეთავაზება. ჩურჩხელის, ხინკლის და პურის მასტერკლასებზე ფასი შეთანხმებით.

კერძები მზადდება ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა, იქვე მოყვანილი პროდუქტებით და უძველესი რეცეპტებით.

აღსანიშნავია, რომ ღვინის კომპლექსიდან რამდენიმე წუთის სავალზე მდებარეობს ქართული ხუროთმოძღვრების ორი უნიკალური ძეგლი ნეკრესი და გრემი.

წყარო:


ფოტოები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.