ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ჭიათურაში ტურისტული ფესტივალი გაიმართება
06 სექტემბერი, 2022

„მოდი ჭიათურის ტურისტულ ფესტივალზე და მოიწყვე დაუვიწყარი თავგადასავალი“ 16-18 სექტემბერს ჭიათურა ტურისტულ ფესტივალს უმასპინძლებს. ღონისძიება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით იმართება.

ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ტურისტული ბანაკი, ნაოსნობა, ველოტური, სპალეოტურიზმი; მეკლდეურობა და ვია ფერატას შოუ. ჭიათურის ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება კერძები. ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს TAMADA და Loudspeakers.
ჭიათურის ტურისტული ფესტივალის გენერალური სპონსორია “ჯორჯიან მანგანეზი”.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია.

ფესტივალის პარტნიორია – სვერის სათავგადასავლო ბანაკი.

avianews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.