ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ჩოგოვაძე: 2017 წელს საქართველოში ტურიზმიდან 2 700 000 000 აშშ დოლარი შემოვიდა
05 იანვარი, 2018

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ 2017 წლის მონაცემებს აჯამებს და აცხადებს, რომ ტურიზმით შემოსავალის საერთო რაოდენობამ 2 700 000 000 ამერიკულ დოლარს მიაღწია. 

"2017 წელი განსაკუთრებული წელი საქართველოში ტურიზმის განვითარების კუთხით, მათ შორის უცხოელი ტურისტების რაოდენობის თვალსაზრისით. 7 555 000 ადამიანი ეწვია საქართველოს. წინა წელთან შედარებით ეს ციფრი გაუმჯობესებულია 1 200 000 ადამიანით.

ასევე დიდი ზრდა გვაქვს შემოსავლების ნაწილში, რომლის საერთო რაოდენობა მიაღწევს 2 700 000 000 ამერიკულ დოლარს, ხოლო 2018 წელს ჩვენ ველოდებით, რომ იქნება ორი ახალი ნიშნულის გადალახვის წელი, ეს იქნება 8 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური და 3 მილიარდზე მეტი შემოსავალი ტურიზმიდან", - განაცხადა ჩოგოვაძემ.

ipress.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.