ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"ჭრელი აბანო" მეფე ერეკლეს განახლებული აბანოს გახსნას ახალი წლისთვის გეგმავს
13 აპრილი, 2022

“ჭრელ აბანოში“ სარეკონსტურქციო სამუშოები განახლდა. ისტორიული, მეფე ერეკლეს აბანოს სარეკონსტრუქციო სამუშაოები პანდემიის პირობებში დაიწყო და პირველი სტუმრის მიღება ახალი წლისთვის იგეგმება.

„ჭრელი აბანოს“ კომერციული დირექტორი გურამ თედიაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ეს ისტორიული ძეგლია, მუშა პროცესში ბევრი საკითხია, რომელიც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ უნდა განიხილოს და გარკვეული შეფერხებები არის.

მისი განცხადებით, ისტორიული გოგირდის აბანოებს შორის ტურისტებში ყველაზე დიდი პოპულარობით „ჭრელი აბანოები“  სარგებლობდა. ობიექტის ძირითადი მომხმარებლები ახლაც უცხოელები არიან, თუმცა, არიან ადგილობრივებიც.

პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით აქტივობა ახლა თითქმის განახევრებულია, თუმცა, „ჭრელი აბანოების“ მენეჯმენტი  მოგებს მარჟის შემცირების ხარჯზე ახერხებს როგორც თანამშრომლების შენარჩუნებას, ისე სარეკონსტრუქციო სამუშაოების განახლებასაც.

„ამჟამად სტუმრები გყვავს ისრაელიდან, უკრაინიდან,რუსეთიდან, ყაზახეთიდან, ბელორუსიიდან. რომ არა რუსეთ-უკრაინის ომი, ბევრად მეტი ტურისტი გვეყოლებოდა,“ - აცხადებს თედიაშვილი.

მისივე განცხადებით, ტურისტების მოსაზიდად კომპანიამ ფასებიც შეამცირა.

"ჭრელ აბანოში" ნომრის ფასი საათზე 50-დან 400 ლარამდე მერყეობს. ღირებულების მიხედვით ნომრებში სტუმრებს ხვდებათ აუზი, საუნა, საშხაპეები. „ჭრელ აბანოში“ არის პრემიუმ კლასის სამეფო აბანოც.

business-partner.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.