ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"ჩვენთვის ტურისტების მოზიდვა ჯერჯერობით გამოწვევაა" - Aragvi Hut
11 მარტი, 2024

არაგვისპირში მდებარე კოტეჯი Aragvi Hut-ი აქტიურ სეზონს მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყებს. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი თაკო ჩაჩუა ‘’ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, კოტეჯური ტიპის დასასვენებელი ობიექტები ბოლო დროს ძალიან პოპულარულია, რაც მოთხოვნაზეც აისახა.

მისი ინფორმაციით, ტურისტული ობიექტი გასულ წელს დაახლოებით 60-70%-ით იყო დატვირთული და წელს ამ მაჩვენებლის მკვეთრ გაუმჯობესებას გეგმავს.

სტუმრები კოტეჯს ძირითადად უქმეებზე სტუმრობენ, თუმცა მიდგომა იცვლება და გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე Aragvi Hut -ის მომხმარებლებს გრძელვადიანი დასვენების სერვისს შესთავაზებს.

"გაზაფხულდა და მარტის პირველივე კვირიდან კოტეჯში დასვენების მსურველთა რაოდენობამ მოიმატა. უკვე შუა რიცხვებიდან აქტიურ რეჟიმში ვიმუშავებთ. ძირითადი დატვირთულობა მაინც არასამუშაო დღეებზე მოდის, თუკი შუა კვირაში ჯავშნების რიცხვი ჯამურად 20% შეიძლება იყოს, უქმეებზე  მაჩვენებელი 80%-ს აღწევს. თითქმის ყველა სეგმენტი გვყავს. ინტერესი საკმაოდ დიდია. როცა კოტეჯის მშენებლობას ვიწყებდით, გვსურდა, განსხვავებული კონცეფციის ყოფილიყო, ამის შესაძლებლობას დიდი სივრცე იძლევა. ინტერიერი ტიპური კოტეჯისგან განსხვავებულია, ეს არის ფაქტობრივად სრულყოფილი სახლი, სადაც ყველა ინვენტარია, რაც კომფორტისთვის არის აუცილებელი“, - აცხადებს თაკო ჩიჩუა.

მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე დამსვენებლების უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეობაა. ამასთან, მაქსიმალურად ცდილობენ ტურისტების მოზიდვას, რაც ჯერჯერობით გამოწვევაა.

’’დამსვენებლების კატეგორიას თუ განვიხილავთ, უცხოელი ტურისტების სიმცირე აშკარაა. ვერ გეტყვით, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი, წელს შევეცდებით მარკეტინგული მხარე ამ მიმართულებითაც გავაძლიეროთ, რომ სხვაობა მეტნაკლებად დაბალანსდეს“, -  აცხადებს თაკო ჩიჩუა.

მისი თქმით, კოტეჯში ჯავშნების ყველაზე მეტი რაოდენობა საახალწლო პერიოდში ფიქსირდება და შემდეგ უკვე ზაფხულში, ყველაზე პასიური კი თებერვალია.

ცნობისთვის, Aragvi Hut  2022 წელს დაფუძნდა. პროექტის ინვესტიციამ $40 000 შეადგინა.

bp.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.