ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
CNN: საქართველო მსოფლიოში ეკოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ქვეყანაა
25 ნოემბერი, 2021
საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიურად მრავალფეროვანი ქვეყანაა, - საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების შესახებ სტატიას CNN აქვეყნებს.
 
სტატიაში ნათქვამია, რომ უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით, იზოლირებული მთებითა და ზღვით, ამავდროულად ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ძირითად რეგიონებთან კავშირით საქართველო შედარებით პატარა ზომის, მაგრამ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიურად მრავალფეროვანი ქვეყანაა. მიუხედავად მისი შედარებით მცირე ზომისა.
 
მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს მედია-პლატფორმაზე გამოქვეყნებულ სტატიაში ვაშლოვანის, ლაგოდეხის ნაკრძალები, ბორჯომ-ხარაგაულის, თუშეთის, თბილისის ეროვნული პარკები, ჯავახეთის დაცული ტერიტორია, ბათუმთან ახლოს მდებარე ფრინველებზე დაკვირვების ადგილია აღწერილი.
 
„თუ გსურთ ბუნებაში ჩაფლობა და ევროპაში ყველაზე საოცარი ველური ბუნების პეიზაჟების აღმოჩენა საქართველოს უნდა ეწვიოთ. საქართველოს მიმართულებით 40 ავიაკომპანია ასრულებს პირდაპირ რეისს. აქ მოხვედრა და მოგზაურობა ასეთი ადვილი არასდროს ყოფილა.“-წერია CNN-ის სტატიაში.
 
შეგახსენებთ, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოს ტურისტული ადგილების პოპულარიზაციის მიზნით მსოფლიოში ყველაზე ცნობილ და რეიტინგულ მედია პლატფორმებზე მარკეტინგულ კამპანიას აწარმოებს. სტატიაც ამ კამპანიის ფარგლებში გამოქვეყნდა, გარდა ამისა, მომზადდა ფოტო-კოლაჟი სათაურით - “იმოგზაურე და შეისწავლა საქართველოს ველური ბუნება.“
 
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კამპანია CNN-თან ერთად National Geographic-ს, Expedia-ს, Vogue-ის, Conde Nast Traveler-ს, TimeOut-ს, Wego-ს, AD-ს, ასევე სოციალურ ქსელებს: Instagram, Facebook Twitter და LinkedIn მოიცავს.
 
კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა სახის სტატიებსა და ვიდეორგოლებს გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, პოლონეთში, ლიეტუვაში, ლატვიაში, ესტონეთში, აშშ-ში, ისრაელში, საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებული საამიერობში მილიონობით ადამიანი გაეცნობა. კამპანია ნოემბერში დაიწყო და იანვრის ბოლომდე გაგრძელდება.
 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.