ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
CNN: საქართველო იმ ქვეყნებს შორის მოხვდა, სადაც აცრილ ადამიანებს შვებულების გატარება შეუძლიათ
02 აპრილი, 2021

„საქართველო, რომელიც ევროპასა და აზიას შორის მდებარეობს, აცრილი ტურისტებისთვის შეზღუდვებს ხსნის“, - ამის შესახებ CNN წერს. გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ის ქვეყნებია ჩამოთვლილი, სადაც სრულად აცრილი ტურისტები ზაფხულში შვებულების გატარებას შეძლებენ.

სტატიაში მოყვანილია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაც, რომლის მიხედვით ყველა ვიზიტორს, ვისაც მიღებული აქვს Covid-19 ვაქცინის ორი დოზა, ქვეყანაში შესვლა უარყოფითი PCR ტესტის გარეშე შეეძლებათ.

„საქართველოში საჰაერო გზით შემოსვლა შეუძლია ყველა ქვეყნის მოქალაქეს ნებისმიერი ლოკაციიდან, თუ ისინი საქართველოს სასაზღვრო პუნქტებში Covid-19 ვაქცინაციის სრული კურსის დამადასტურებელ დოკუმენტს წარადგენენ “, - წერია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

CNN წერს, რომ საქართველოში სტუმრობის მსურველმა, თუმცა აუცრელმა მოგზაურებმა უნდა წარადგინონ PCR ტესტის უარყოფითი შედეგი, რომელიც ქვეყანაში შესვლამდე 72 საათით ადრე უნდა იყოს გაკეთებული. საქართველოს გარდა, CNN-ის სტატიაში ჩამოთვლილია ყველა ის ტურისტული ლოკაცია, რომელიც შვებულების გასატარებლად აცრილ ვიზიტორებს მიიღებს. ესენია:

  1. ბელიზე
  2. კვიპროსი
  3. ეკვადორი და გალაპაგოსი
  4. ესტონეთი
  5. ისლანდია
  6. გვატემალა
  7. მადეირა
  8. პოლონეთი
  9. რუმინეთი
  10. სეიშელის კუნძულები

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.