ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„დაცულ ტერიტორიებში ინვესტირებულ ყოველ 1 დოლარს ადგილობრივი მოსახლეობისთვის 10 დოლარი მოჰყვება“ - თამარ ხახიშვილი
29 იანვარი, 2024

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილმა, გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ ეკოტურიზმის მიმართულებით მიმდინარე წლის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა.

„როდესაც ვსაუბრობთ ეკოტურიზმის განვითარებაზე, პირველ რიგში, მოვიაზრებთ ხელმისაწვდომობის გაზრდას. საქართველოში 100 დაცული ტერიტორია გვაქვს, რომლიდანაც მხოლოდ რამდენიმე დაცული ტერიტორიაა ხელმისაწვდომი და ფართოდ პოპულარული საზოგადოებაში. პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი, სათაფლია და სხვა. თუმცა, არსებობს ტერიტორიები, რომლებიც ჯერ კიდე აღმოუჩენელ სასწაულს წარმოადგენს.

ჩვენი ამოცანაა საზოგადოების ფართო მასებს, ვისაც არ ეკომფორტულება ველურ ბუნებაში მოგზაურობა, და ურჩევია კეთილმოწყობილ მცირე ბილიკზე გაისეირნონ, ამის შესაძლებლობა მივცეთ. სწორედ ამიტომ, მივყვებით იმ სწორ პოლიტიკას, რომელიც საერთაშორისო ექსპერტების მიერაა აღიარებული, და ვიცავთ იმ ოქროს შუალედს, რომელიც გადის ბუნების კონსერვაციასა და ეკოტურიზმის განვითარებას შორის“, - აღნიშნა თამარ ხახიშვილმა გადაცემაში სტუმრობისას.

ძალიან კარგი მაგალითი გვაქვს მარტვილის კანიონის სახით, რომელიც 2015 წლამდე, სანამ ტერიტორია.

commersant.ge

 

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.