ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
დაიმუხტე პოზიტივით და დამუხტე სხვებიც
21 მაისი, 2018
ფუნჯი, ტილო, სიმი, კლავიში, წიგნი ...  Art House ,  სივრცე, სადაც  ყველა ინსტრუმენტია თავი რომ შეიქციო, გაერთო, იმუშაო, განიტვირთო,  სასიამოვნოდ დაუმუხტო და შენი განწყობა თან  გაიყოლო, მეგობრებსაც რომ გაუზიარო. 
 
Art House -  ადგილი საუკეთესო სტარტისთვის. სადაც თავს ვიყრით, რომ მერე გავაგრძელოთ. 
 
ასეც  ჰქვია,   Art House - The Place to Meet, - 
 
- ადგილი შეხვედრისთვის, ამ სლოგანით შემოვიდა ახალი თავისუფალი სივრცე, სადაც ნებისმიერი ადამიანი შეძლებს საკუთარი ინტერესებისა და მიზნების რეალიზებას. სადაც არტისტიც  შემოქმედია ხელოვანიც, ბიზნესმენიც და მეცნიერიც.
 
ბევრფლიგელიანი ჰაუსია, ყველა ასაკის და გემოვნების ვიზიტორისთვის. სპორტული კლუბით და კომფორტული სივრცით, სასწავლო თუ პროფესიული საქმიანობისთვის.  მენიუ მრავალფეროვანია, გემრიელი და ჯანმრთელი კერძებით. მოქეიფეებისთვის ცალკე დარბაზია, წახემსებისთვის სხვა სივრცე.  ოპტიმალური  ინტეგრაციაა, ინტერიერის შესაბამისი განსხვავებებით.
უნივერსალური პუბლიკა - ამერიკული ბარ-ლაუნჯი, პოპ-კორნის  დარიჩინის და ბრენდის სურნელით შეზავებული, ნაირ-ნაირი კოკტეილით
 
არც  ისე ხმაურიანი; მუსიკა, გემოვნებიანი; სტეიკი გემოვნებით, განწყობა მხიარული, კენტუკი, ბურბონი, ბარბექიუ, – ატრიბუტიკა ამერიკული ოცნების ყველა აქსესუარს არ მოიცავს, თუმცა  ყველა პირობაა, რომ თავი ნამდვილ ამერიკულ ლაუნჯში  იგრძნო და  იმ  გემოთო დააგემოვნო, როგორც რედ ჰუკზე.
შენთვის ყველა პირობაა შექმნილი, გამართო საქმიანი შეხვედრა, ან დიდი ხნის მონატრებულ მეგობართან  ჩაუჯდე ძველ ფილმს, საერთო მოგონებებს და ემოციებს რომელიც აგიშლით. არ აქვს მნიშვნელობა მერე ერთად წახვალთ, თუ დაიშლებით.
 
იქაურ ატმოსფეროს მხოლოდ ინტერიერი და ინტერნეტი არ ქმნის.მუსიკაც აკეთებს თავის გასაკეთებელს. ხუთშაბათი  ჯაზის დღეა, ამ  მუსიკას ხომ სხვა ენერგია და ძალა აქვს, შეუძლია სასიამოვნო  წამის მარადიულობა გაგრძნობინოს. იმიტომ რომ თვითონაც ცოცხალია და შესაბამისი იმპულსები აქვს.
პუბლიკა თემატურად  გაშლილია. იმართება  შემეცნებით-საგანმანათლებლო საღამოები - Public(A) Talks-ი, პერფომანსები. ელექტრონული, ასევე კლასიკური მუსიკის საღამოები.  
 
არტ ჰაუსი კიდევ რამდნიმე ობიექტს აერთიანებს  ბრასერი ბუვეტი (ლანჩისთვის, სავახშმოდ მყუდრო გარემოში,გასტრონომიული ექსპერიმენტებით;  ხარჩო და ფიტ კლუბი.
 
ბრასერი ბუვეტი  -  ლანჩისთვის და ვახშმისთვის, გარემოს სიმყუდროვით და  გასტრონომიული ექსპერიმენტებით.
 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.