ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
დუბაი, პეკინის, შანხაი, ჩენდუ, დელი და მუმბაი – რა მიმართულებებს ამატებს Georgian Airways-ი?
05 დეკემბერი, 2023

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი რამდენიმე დღეში თბილისიდან დუბაის მიმართულებით იწყებს ფრენებს, ხოლო მომავალ წელს ჩინეთის ქალაქების: პეკინის, შანხაის და ჩენდუს მიმართულებით. ავიაკომპანია განიხილავს ასევე ფრენებს ასევე ინდოეთის მიმართულებები, როგორიც არის დელი და მუმბაი.

„Georgian Airways-ი  დირექტორატი და, მათ შორის, თამაზ გაიაშვილი მოხარულია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭების, რაც დღე-დღეზე გადაწყდება. ამასთან დაკავშირებით ავიაკომპანიამ მიიღო ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილება – მაქსიმალურად გაზარდოს ფრენები ევროპის მიმართულებებზე, მათ შორის, ყველა დედაქალაქში, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ბრიუსელში.

მიმდინარე წელს ბევრი ახალი მიმართულება იქნა ათვისებული, მაგრამ Georgian Airways-ი  მგზავრთა საყურადღებოდ აცხადებს, რომ მომავალი წლიდან ევროპის მიმართულებით კვირაში 60 რეისამდე დაგვემატება. თითოეულ მიმართულებაზე კვირაში არანაკლებ სამი რეისი შესრულდება.

ამასთანავე, Georgian Airways-ი მიმდინარე წლის ბოლოდან იწყებს ფრენებს დუბაიში, მომავალი წლის აპრილიდან კი ჩინეთში (პეკინი, შანხაი, ჩენდუ). ამ მიმართულებებზეც კვირაში სულ ცოტა სამ-სამი რეისი შესრულდება.

ასევე განიხილება ინდოეთის მიმართულებები, როგორიც არის დელი და მუმბაი.

Georgian Airways-ის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ მისთვის მთავარი პრიორიტეტი ფრენების უსაფრთხოებაა, ბუნებრივია, მგზავრთა კომფორტულ მომსახურებასთან ერთად.

ზემოთ აღნიშნულ მიმართულებებზე ყველა რეისი შესრულდება მხოლოდ დღის საათებში, იშვიათი გამონაკლისი შესაძლებელია იყოს მხოლოდ ზოგიერთი აღმოსავლური მიმართულება.

Georgian Airways-ი მომავალი წლიდან შემოიყვანს თანამედროვე ახალ თვითმფრინავებს, როგორიცაა Boeing 787 Dreamliner“, – აცხადებს თამაზ გაიაშვილი.

avianews.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.