ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაში მიიღო მონაწილეობა.
მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს გამოფენაზე საქართველოს სტენდზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად წარმოდგენილი იყო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და 31 კერძო კომპანია:
-
Start Travel,
-
Captain Plus,
-
Caucasus Travel,
-
City Sightseeing Tbilisi,
-
Concord Travel,
-
CROWNE PLAZA,
-
Department of Tourism and Resorts of Ajara AR,
-
Eurolex Travel,
-
Exotour,
-
Voyage Tours,
-
Free Spirit Tours,
-
Future Travel,
-
Gallery Palace,
-
GDM,
-
Georgian Discovery Tours,
-
Georgian Travel Club,
-
Georgian Travel Group,
-
Info-Tbilisi Travel,
-
Levon Travel Tbilisi,
-
Marco Polo Hotel Gudauri,
-
Meet in Georgia,
-
Mimino Travel Georgia,
-
Omnes Tour,
-
Sheraton Metechi Palace Hotel,
-
Sky Travel,
-
Tbilisi Marriott Hotel,
-
Tourist Agency
-
Visit Georgia Ltd,
-
Elite Travel,
-
TravelShop Georgia,
-
Voyager,
-
Wonder Infinity Tourism.
გამოფენის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ მიმართულებას, მიეღოთ ინფორმაცია ქვეყანაში მოგზაურობის შესახებ და ენახათ საიმიჯო ვიდეორგოლები.
საქართველოს სტენდთან 4 დღის განმავლობაში ქართული ნაციონალური ცეკვები შესრულდა და წარმოდგენები მოეწყო. გამოფენის ფარგლებში საქართველოს სტენდთან მისული სტუმრებისთვის სასტუმროებმა სპეციალური გათამაშება მოაწყვეს. გამარჯვებულებს 3 სასტუმროს ვაუჩერი გადაეცათ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სამოგზაუროდ.
საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იყო ქართული ჩირი და 3 სახის ღვინო. გამოფენის ფარგლებში ქართული ტურისტული კომპანიების წარმომადგნელებმა უცხოელ კოლეგებთან B2B შეხვედრები გამართეს.