ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ეკონომიკის გახსნა 1 თებერვლამდე გადაიდო - მთავრობა
12 იანვარი, 2021

მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, ეკონომიკის გახსნა 1 თებერვლამდე გადაიდო. საბჭოს მიერ ნოემბერში გაცხადებული გეგმის მიხედვით, 16 იანვრიდან სავაჭრო ობიექტები უნდა გახსნილიყო და მუშაობა უნდა განეახლებინა საზოგადოებრივ ტრანსპორტს.

1 თებერვლამდე შევინარჩუნებთ იმ რეჟიმს, რაც დღეს არის, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ რამდენიმე წუთის წინ უწყებათაშორისო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. 

„გადავწყვიტეთ, რომ 1 თებერვლამდე შევინარჩუნოთ წერტილოვანი შეზღუდვების ის რეჟიმი, რაც ახლა გვაქვს. ჩვენი ამოცანა არის, რომ 1 თებერვლამდე დარჩენილი 1-2 კვირა კომუნიკაცია გვქონდეს ბიზნესებთან, 1 თებერვლიდან მოვემზადოთ უფრო უსაფრთხო გახსნისთვის, თუნდაც ვაჭრობის სექტორში, ან საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, მის მოადგილეებს, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსს და მთავრობის წარმომადგენლებს ბიზნესებთან აქვთ კომუნიკაცია და მსჯელობენ უსაფრთხო გახსნაზე.

„ახალი წლის წინა პერიოდმა აჩვენა, რომ სავაჭრო სექტორი კარგად უმკლავდება ყველაფერს. შეიძლება იყოს დამატებითი მოთხოვნები გახსნისთვის და იმედია ეს გახსნა 1 თებერვლიდან მოხდება“, - აღნიშნა თურნავამ.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა კონსულტანტების ტესტირება იყოს მთავარი მოთხოვნა, თურნავა პასუხობს, რომ იქნება თუ არა ეს სავალდებულო, ჯერ არ არის გადაწყვეტილი.

„არ ვიცით, რამდენად სავალდებულო იქნება თანამშრომელთა ტესტირება, თუმცა მე ვფიქრობ, პერიოდული ტესტირება უსაფრთხოებისთვის ძალიან კარგია“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.