ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ეკოტურიზმისთვის საუკეთესო ქვეყნები დასახელდა: რომელ ადგილზეა საქართველო
05 სექტემბერი, 2019

ეკოტურიზმის კუთხით მსოფლიოს საუკეთესო ქვეყნები დასახელდა. რეიტინგი Global Wildlife Travel Index-ის მკვლევარებმა მოამზადეს და გამოაქვეყნეს.

სიის  პირველ ათეულში ფინეთი, შვედეთი, ბრაზილია, კანადა, აშშ, ნორვეგია, ესპანეთი, გერმანია, პოლონეთი და სლოვენია მოხვდნენ.

ავტორებმა შეფასების შედგენისას მხედველობაში მიიღეს ეროვნული პარკების რაოდენობა, ბიომრავალფეროვნება, წითელ წიგნში ჩამოთვლილი ცხოველებისა და მცენარეების სხვადასხვა სახეობის გადაშენების რისკები, აგრეთვე ამა თუ იმ ქვეყნის მიერ ბუნების შენარჩუნებისა და გარემოს დაბინძურებისგან დაცვის მექანიზმები.

ეკოტურიზმისთვის საუკეთესო ქვეყანაში, ექსპერტების აზრით, არა მხოლოდ ფლორისა და ფაუნის უზარმაზარი სახეობაა აღრიცხული, არამედ ულამაზესი პეიზაჟები, ასევე ეროვნული პარკები და სახელმწიფოს დიდ ტერიტორიაზე გამწავენებული ზოლებია წარმოდგენილი.

აღსანიშნავია, რომ ეკოტურიზმისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგში ბოლო, 107-ე ადგილზე ლათინური ამერიკის სახელმწიფო ელ სალვადორი მოხვდა. 97-ე ადგილზე ირანი, 101-ეზე აზერბაიჯანი, ხოლო სომხეთი 83-ე ადგილზე გავიდნენ.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენს სამშობლოს  რეიტინგში 94-ე პოზიცია ერგო.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.