ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
EF PALACE: აქტიური ჯავშნები 20 ივლისიდან წამოვა
04 ივლისი, 2023

შეკვეთილში მდებარე სასტუმროები დამსვენებლების რაოდენობის ზრდის მოლოდინში არიან. მათმა ნაწილმა ზაფხულის სეზონი ოფიციალურად მხოლოდ მეორე დღეა გახსნა, ნაწილი კი 10 ივლისიდან გაიხსნება.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ შეკვეთილში მდებარე სასტუმრო EF Palace-ს მენეჯერმა  მარიამ კასრაძემ განუცხადა, ადრე, შეკვეთილში მდებარე სასტუმროები 1-ელ ივნისს იხსნებოდა, თუმცა, ბოლო წლების გამოცდილებიდან გამომდინარე, სეზონმა 1 თვით გადაიწია.

„ბოლო წლებში ამინდი შეიცვალა, თუ რა მოხდა არ ვიცი. ამინდის პროგნოზს უყურებს ყველა პირველ რიგში, ჯერჯერობით, გადასარევ ამინდებს არ აჩვენებს. ამიტომ, მოგვიწია აქტიური სეზონი 1-ელი ივნისის ნაცვლად, 1-ელ ივლისს გაგვეხსნა. ბევრი სასტუმრო შეკვეთილში ჯერ გახსნილიც არაა და ერთი კვირის შემდეგ აპირებს საქმიანობის განახლებას“, - განმატა მარიამ კასრაძემ.

როგორც EF Palace-ს მენეჯერი აცხადებს, მოლოდინებზე საუბარი რთულია, თუმცა, აგვისტოში სასტუმრო დამსვენებლების გააქტიურებას ელოდება. 

„როგორც გითხარით, მეორე დღეა გავიხსენით, ამიტომ, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ წინა წლის ფონზე, შედარებით ნაკლები ხალხი იყო გახსნაზე. ვფიქრობ, აქტიური ჯავშნები უკვე 20 ივლისიდან წამოვა.

რაც შეეხება ზღვის დაბინძურებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, არ მგონია ამან დამსვენებლების რაოდენობაზე იმოქმედოს. ამ დროისთვის შეკვეთილში დამსვენებლების სიმცირეა, თუმცა წელს „ბლექ სი არენაზე“ დაგეგმილია კონცერტები, ამიტომ აუცილებლად იქნება ძალიან ბევრი ჯავშანი. მიბმული ვართ პირდაპირ ამ საკონცერტო დარბაზის მუშაობაზე. ვინც კონცერტზე ჩამოდის შეკვეთილში, აუცილებლად რჩება და გარდა სასტუმროებისა, რესტორნებიც ძალიან დიდი დატვირთვით მუშაობს“, - განმარტა მარიამ კასრაძემ.

მისი თქმით, EF Palace-ის დამსვენებლები, ძირითადად, ადგილობრივები არიან. 

„ჩვენი სტუმრების 70% ადგილობრივია. გვყავს ისეთებიც, რომლებიც სტაბილურად გვსტურობენ და თავიანთი ნომერიც კი აქვთ შერჩეული“, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“  შეკვეთილში მდებარე სასტუმრო EF Palace-ს მენეჯრმა.

ცნობისთვის, შეკვეთილში მდებარე სასტუმრო EF Palace მომხმარებელს უკვე მე-6-ე სეზონია მასპინძლობს. სასტუმრო 15 ნომერს და რესტორანს მოიცავს.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.