ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ერეკლე კოკაია: ბაკურიანის და გუდაურის სასტუმროებში საშუალო დატვირთულობა 40%-მდეა
18 მარტი, 2021

სასტუმროების ქართული ქსელი Inn Group-ის აღმასრულებელი დირექტორი ერეკლე კოკაია „ბიზნესპარტნიორთან“ სამთო კურორტებზე სასტუმროების მუშაობას აფასებს და აცხადებს, რომ  Inn Group-ის ბაკურიანის და გუდაურის სასტუმროებში საშუალო დატვირთულობა 40%-მდეა.

მისი ინფორმაცით, საკმაოდ კარგი აქტივობა იყო საბაგიროების გახსნიდან პირველ შაბათ-კვირას. ახლა  კი კვირის განმავლობაში დატვირთულობა 10%-30%-მდე შემცირდა.

„ეს საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია, შემცირებულია ფასებიც, შესაბამისად, კარგი მაჩვენებელი არ არის. არის სასტუმროები, რომლებიც არ გაიხსნილა, რადგან დატვირთულობის ეს მაჩვენებელი მათთვის მისაღები არ იყო, არის სასტუმროები, რომლის სტრატეგია იყო შემცირებული ფასებით ემუშავათ. ჩვენ გავიხსენით და ზუსტად ეს მოლოდინი გვქონდა. ქართველებში ბაკურიანი უფრო პოპულარულია და ვიცოდი კიდეც, რომ გუდაურს უფრო გაუჭირდებოდა. საერთაშორისო ტურიზმის აღდგენამდე სასტუმროებს ძალიან გაუჭირდებათ მუშაობა.

ზამთრის კურორტებისთვის ახლა ძალიან დაბალი აქტივობის სეზონი მოდის. როგორც კი თოვლი დადნება, ქართველი დამსვენებლები თითქმის არ იქნებიან. ეს განსაკუთრებით გუდაურს ეხება. ამიტომ, აუცილებელია გაიხსნას სახმელეთო საზღრები იგივე პირობებით, როგორც საჰაერო საზღვრებია,“ - აცხადებს კოკაია.

შეგახსენებთ, 2021 წლის 25 თებერვლიდან სამთო კურორტებზე სასტუმროები, ხოლო  საბაგიროები  8 მარტიდან გაიხსნა.

ქვეყნის მასშტაბით კოვიდის ფონზე ზამთრის კურორტების მუშაობა 2020 წლის  28 ნოემბრიდან იყო შეზღუდული. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ პერიოდიდან არ მუშაობდა ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში სათხილამურო ტრასები და სათხილამურო საბაგიროები.

ამასთან, სათხილამურო კურორტებზე სასტუმროების მუშაობა დაშვებული იყო მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.