ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ერთ თვეში რუსმა ტურისტებმა საქართველოში 95.5 მლნ დოლარი დახარჯეს
07 ნოემბერი, 2022

2022 წლის სექტემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალი 132.1%-ით გაეზარდა.

კერძოდ, სებ-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, წელს სექტემბერში უცხოელი მოგზაურებისგან შემოსავალი შეადგენდა 375.6 მლნ დოლარს მაშინ, როცა ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 161.9 მლნ დოლარი იყო.

რაც შეეხება დანახარჯებს ქვეყნების მიხედვით, ეროვნული ბანკის მონაცემებით, ყველაზე მეტი შემოსავალი ქვეყანამ რუსეთის მოქალაქეებისგან - 95.5 მლნ დოლარი მიიღო, მეორე ადგილზე თურქეთია 35.8 მლნ აშშ დოლარით; სამეულს უკრაინა, 31.5 მლნ აშშ დოლარით, ასრულებს.

დანარჩენი ქვეყნებიდან შემოსული მოგზაურებიდან ქვეყანამ 61.7 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო;

ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან - 44.7 მლნ დოლარი;

ისრაელიდან - 31.5 მლნ დოლარი;

ბელარუსიდან - 21.7 მლნ აშშ დოლარი;

სომხეთიდან - 15.9 მლნ დოლარი;

ირანიდან - 15.2 მლნ დოლარი;

საუდის არაბეთიდან - 11.7 მლნ დოლარი;

აზერბაიჯანიდან - 10.3 მლნ დოლარი.

რაც შეეხება 2022 წლის აგვისტოს სტატისტიკას, სებ-ის მონაცემებით, აგვისტოში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან 522.9 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.

www.bpn.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.