ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ევროკავშირი ციფრული კოვიდ-პასპორტების ამოქმედებას ზაფხულამდე გეგმავს
19 მარტი, 2021

ევროკავშირი COVID-19-ის ვაქცინაციის ციფრული პასპორტების ამოქმედებას ზაფხულამდე გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ევროკავშირის განცხადებით, Covid-19-ის წინააღმდეგ აცრის დამადასტურებელი „ციფრული პასპორტები“ მოგზაურობას გაადვილება. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა უახლოეს მომავალში იმსჯელებს, თუ რა ფორმით იქნება შესაძლებელი ციფრული სერტიფიკატის გამოყენება მოგზაურობისას.

არსებული მონაცემებით, „ციფრული სერტიფიკატის“ მფლობელი ადამიანი, რომელიც აცრილი იქნება ევროკავშირის რომელიმე წევრ ქვეყანაში, აცრილად ჩაითვლება სხვა წევრ ქვეყნებშიც. ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ ეს ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის მოგზაურობას, მათ შორის ტურიზმის გამოცოცხლებას.

ევროკავშირის თქმით, სერტიფიკატი უფასო იქნება. მისი ავთენტურობის შემოწმება შესაძლებელი იქნება QR კოდით.

გამოცემა წერს, რომ ზოგი ქვეყანა ისევ სკეპტიკურად არის განწყობილი „ციფრული პასპორტების“ მიმართ, რადგან მათი აზრით, ეს მოსახლეობის დისკრიმინაციას გამოიწვეს, რადგან ახალგაზრდებისთვის ვაქვინა ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი არ არის.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.