ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ევროკავშირის ქვეყნები, სადაც უვიზოდ გამგზავრებას შეძლებთ - ჩამონათვალი
27 თებერვალი, 2024

ქართული პასპორტის მქონე პირს, ვიზის გარეშე მოგზაურობა 121 ქვეყანაში შეუძლია. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი აქვეყნებს. 

მათივე ინფორმაციით, უვიზოდ მოგზაურობა შესაძლებელია შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ და 4 არაწევრ ქვეყანას, ასევე შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას. ესენია:ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი, ფინეთი, ჩეხეთი, ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია, შვედეთი, შვეიცარია, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი და რუმინეთი.

მსოფლიო საპასპორტო ინდექსის ბოლო რეიტინგის თანახმად, საქართველო 50-ე ადგილზეა.

bp.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.