ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ევროკომისიამ ციფრული კოვიდსერტიფიკატების მოქმედების ვადად 9 თვე განსაზღვრა
24 დეკემბერი, 2021

ევროკომისიამ ციფრული კოვიდსერტიფიკატების მოქმედების ვადად 9 თვე განსაზღვრა. ამის შესახებ ევროკომისიის განცხადებაშია ნათქვამი.

ევროკომისიაში აღნიშნავენ, რომ ვაქცინაციის სერტიფიკატების მოქმედების მკაფიო და ერთიანი პერიოდი იმას უზრუნველყოფს, რომ მოგზაურობის ორგანიზება კოორდინირებული იყოს.

ევროკავშირის შიგნით მოგზაურობის ახალი წესები წევრი ქვეყნების სხვადასხვა რეგულაციის ჰარმონიზებას ახდენს.

კოვიდსერტიფიკატის მოქმედების აღნიშნული პერიოდი დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის მითითებებს ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც, გამაძლიერებელი დოზები რეკომენდებულია პირველი ვაქცინაციის ციკლის დასრულებიდან არაუგვიანეს ექვსი თვისა.

წყარო: იმედი ნიუსი


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.