ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ფარვიზ იურჩიკი: სასტუმრო „პარაგრაფის“ ოფიციალურად პირველ ადგილზე დასახელება დიდი სიურპრიზი იყო ჩვენთვის
03 ივლისი, 2019

„ერთი წლის თავზე ამ ნომინაციაში გამარჯვება ძალიან დიდი წარმატებაა. სასტუმრო პარაგრაფი შარშან აპრილში გაიხსნა და ყველა ჩვენთაგანისთვის მართლაც მოულოდნელი იყო, რომ მუშაობის პირველივე წელს წარგვადგინეს ევროპის საუკეთესო ფრენჩაიზ სასტუმროს ნომინაციაზე, აღტაცებულები ვიყავით ამ წარმატებით.

სასტუმრო „პარაგრაფმა“ მომსახურების უმაღლესი სტანდარტები დააკმაყოფილა და მოიპოვა მნიშვნელოვანი და პრესტიჟული ჯილდო – 2018 წლის საუკეთესო სასტუმროს სახელი“, რაც ქართული სტუმართმოყვარეობისა და ჩვენი ახალგაზრდა, მოტივირებული გუნდის დამსახურებაა – განაცხადა ფარვიზ იურჩიკმა.

შეგახსენებთ, რომ გახსნის დღიდან რეკორდულ პერიოდში – დაახლოებით ერთ წელიწადში, შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფი“ „Marriott International“-მა, 2018 წლის ოფიციალური შედეგების მიხედვით, „Autograph Collection“-ის ბრენდის ევროპის სასტუმროებს შორის პირველ ადგილზე დაასახელა. აღნიშნული სტატუსი მომხმარებელთა კმაყოფილების ინდექსით განისაზღვრა, რის ფარგლებშიც შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფი“ მოწინავე ადგილს საკმაოდ მაღალი ნიშნულით ინარჩუნებს და უსწრებს ლონდონში, მილანში, ბარსელონაში, რომში და სხვა ევროპულ ქალაქებში მოქმედ სასტუმროებს.

Commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.