ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Fly Arna ერევანი-თბილისი-ერევნის საჰაერო ხაზზე იწყებს ოპერირებას
18 ოქტომბერი, 2022

სომხური ავიაკომპანია Fly Arna ერევანი-თბილისი-ერევნის საჰაერო ხაზზე იწყებს ოპერირებას. როგორც AviaNews-ს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განუცხადეს, Fly Arna თბილისის მიმართულებით ფრენებს 30 ოქტომბრიდან, კვირაში 3 სიხშირით დაიწყებს. ფრენები ყოველ სამშაბათ, პარასკევს და კვირას შესრულდება.

აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია სომხეთის ეროვნული ინტერესების ფონდისა (ANIF) და ავიაკომპანია Air Arabia Group-ი ერთობლივი პროექტია. ავიაკომპანიის სახელის შერჩევა ერთობლივი საწარმოს დირექტორთა საბჭოს მიერ 2021 წლის ივლისში გამოცხადებული კონკურსის შედეგად მიღებული 500-ზე მეტი წინადადების საფუძველზე მოხდა. სიტყვა “Arnа” მომდინარეობს სახელწოდებიდან Armenian National Airlines.

Fly Arna დაბალბიუჯეტიანი სამგზავრო ავიაკომპანია, რომელიც ბაზირებულია ერევნის ზვარტნოცის საერთაშორისო აეროპორტში (EVN).

avianews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.